ავსტრალიის პრემიერის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზნებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე სურს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დეესკალაცია და ომის მიზნებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე სურს.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს დონალდ ტრამპი ამ ომს, მინდა ვნახო მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ რა არის ომის მიზნები და მინდა ვნახო დეესკალაცია. კონფლიქტის დასაწყისში განსაზღვრული მიზნები იყო: პირველი, შეეჩერებინათ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება - ცხადია, რომ ეს მიღწეულია; მეორე, ირანის სამხედრო ქმედებებში ჩართვის შესაძლებლობის შემცირება, როგორც ღიად, ასევე „ჰეზბოლას“, „ჰამასისა“ და „ჰუსიტების“ მეშვეობით - ცხადია, ირანის პოზიციის მნიშვნელოვანი დაქვეითება მოხდა. მესამე, რეჟიმის შეცვლა და ვფიქრობ, რომ ისტორია ძალიან ნათლად გვეუბნება, რომ გარედან რეჟიმის შეცვლა ძალიან რთულია“, - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი