„ოცნებას“ უნდა ჰქონდეს იმის კეთილგონიერება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს და თუნდაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნის იმ უმძიმესი რეკომენდაციების და შეფასებების შესრულება დაიწყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის „ოცნების“ მავნებლური, ანტიდემოკრატიული და არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგი.
„ეს არის „ოცნების“ მავნებლური, ანტიდემოკრატიული და არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით და რასაც ჩვენი საზოგადოება ხელისუფლების რეპრესიული ქმედებებისგან განიცდის. შესაბამისად, დღეს ვნახეთ ბრიტანეთის გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში კი სავარაუდოდ, იქნება სხვა საერთაშორისო შეფასებები. რაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ხდება, ის ნამდვილად არ არის დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, „ოცნებას“ უნდა ჰქონდეს იმის კეთილგონიერება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს და თუნდაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნის იმ უმძიმესი რეკომენდაციების და შეფასებების შესრულება დაიწყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად”,- განაცხადა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს „დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მთავრობას მოუწოდებენ, „დააწესოს ახალი სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ”.