მარიამ ლაშხი კულტურის კომიტეტის სხდომაზე სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელების მოსმენაზე - უნდა ვიმსჯელოთ, რომ გვყავდეს ღირსეული ადამიანები, რომლებიც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ

სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია - ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას და იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა, - ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უსმენენ.

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული არიან: - ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.

კომიტეტების სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მოუსმენენ. საუბრის თემა ასევე იქნება “უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობა სახელოვნებო-შემოქმედებითი სფეროს მდგრადი განვითარების კონტექსტში“.

„ჩვენი დღევანდელი სხდომა ისტორიულია, ვინაიდან კულტურა და განათლება ჩვენი ქვეყნის ხერხემალია. მათი ერთობლიობა ქმნის იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია ჰქვია. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ინსტიტუციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია შექმნეს და ის ახალგაზრდები გამოზარდეს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეპოქა შექმნეს. ერთია, რომ განათლება ენას გასწავლის, თუმცა შემდეგ ამ ენას როგორ გამოიყენებ და როგორ შექმნი ქვეყნის ისტორიას, სწორედ თქვენს უნივერსიტეტებში დგება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგისმინოთ. ერთად ვიმსჯელოთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებობს.

სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას - იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დაწყებისას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი