„ენ ჯი თი ჯგუფი“ (NGT) წამყვანი ქართული მრავალპროფილური კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანასა და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ უნიკალური ექსპერტიზით დაგროვებულ ბიზნეს გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც აღნიშნული მიმართულების ბიზნეს სექტორს წამყვან მოთამაშედ აყალიბებს. ჯგუფის შემადგენლობაში ერთიანდებიან ისეთი ცნობილი ბრენდები და მიმართულებები, როგორიცაა: ,,სიგნიფაი”, ,,ელვარე კომპანიათა ჯგუფი”, ,,დოქტრა”, ,,ენ ჯი თი გრუპი”, ,,ჯი-თრასთი”, ,,ფაბრა”, ,,ბივიჟენი” და,,ზეპტოსი”.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, კომპანია NGT არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. NGT-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს სერვისების გაუმჯობესებაზე, რათა საქართველოში მოქმედმა ბიზნესებმა შეძლონ გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
დღეისათვის კომპანია საქართველოში 25-ზე მეტი საერთაშორისო ლიდერი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. მისი მომსახურებით სარგებლობენ უმსხვილესი ორგანიზაციები საბანკო, საცალო ვაჭრობის, სამთავრობო, საწარმოო და სამედიცინო ინდუსტრიები.
კომპანიის მთავარი ფასეულობაა ბიზნესისათვის პრაქტიკული ღირებულის მქონე გადაწყვეტილებების შექმნა. ამასთანავე, კომპანიის კორპორაციული კულტურა ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის თვითრეალიზაციაზე, რაც საუკეთესო გარემოს ქმნის ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მზარდ ოჯახს „ენ ჯი თი ჯგუფი“ შეუერთდა, კომპანია, რომელიც 19 წლიანი წარმატებული მოღვაწეობითა და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტით ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია. NGT-ის მრავალფეროვანი პორტფელი და ისეთი სტრატეგიული სექტორების მხარდაჭერა, როგორიცაა საბანკო, სამედიცინო და სახელმწიფო სფეროები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის ე.წ. TURN-KEY მიდგომა და მჭიდრო კავშირი 25-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, რაც ქართულ ბაზარზე ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.