ცოტნე ანანიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა - ყველა ჩემი კოლეგა პროფესიონალია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას თავს გაართმევს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა. ყველა ჩემი კოლეგა პროფესიონალია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას თავს გაართმევს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრმა ცოტნე ანანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებული ინფორმაციას, რომ ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე მოიაზრება.

მან აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მან თქვენს კითხვებს უპასუხა. თავად აღნიშნა, რომ დიდი ხანია ფიქრობდა ამ მიმართულებით. დავით გაბაიძე სადაც არ უნდა იყოს, პროფესიონალი ადამიანია.

თავმჯდომარეობაზე? ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციები არ ყოფილა, ყველა ჩემი კოლეგა პროფესიონალია. ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა, პირადი განცხადებით დატოვა მან.

10 სამუშაო დღის განმავლობაში, ყველა პროცედურის დაცვით თავმჯდომარის არჩევა მოხდება. უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. 21 დეპუტატიდან 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო“, - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი