ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს - ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან  ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? - ასე მიმართა „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ.

ამასთან, ინჯია დაინტერესდა რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღო კომპანიამ უცხოურ ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება.

„რამით უკმაყოფილო ხართ საქართველოს ბაზარზე მუშაობით? ისე აღნიშნავთ 2023-2024 წლის მოგებას, თქვენ რომ ეს ქვეყნები ჩამოთვალეთ, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას საქართველოში მიღებული მოგებით აფინანსებთ ხომ ალბათ იმ ქვეყნებში შესვლას? იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება? ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? თუ კრედიტს იღებთ იმ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში, რომელშიც შედიხართ ოპერირებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც კვლევა ჩაატარეთ. რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ბაზარზე შეხვიდეთ და ეს თქვენთვის საინტერესო არის. რა რეგულაციები არის იქ და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზრები აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენადა განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებისგან?“- განაცხადა ილია ინჯიამ.

„ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრით, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას, რომელიც მისი არსებობისთვის საკმარისი იქნება, რასაც ინჯიამ უპასუხა, რომ „იმ ნარატივით საუბარი, რომ კომპანია წაგებაზე მიდის და მისთვის წინა წლები რთული იყო, არ არის მართებული“.

„სანამ სხვა ქვეყნებში ოპერირებას გააგრძელებდით, მანამდე საქართველოს ბაზარზე იყავით მხოლოდ. ხომ არ დაშლილა კომპანია, ხომ არ დაკეტილა?! ისეთი ნარატივით საუბარი, რომ თითქოს უკმაყოფილო ხართ რაღაცით, ეს არ არის სწორი მიდგომა,“- განაცხადა ილია ინჯიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი