ირანის საგარეო უწყება - აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ გამართულა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანს აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ ჰქონია. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.

„ის, რაც განვიხილეთ, იყო შუამავლების მეშვეობით მიღებული შეტყობინებები, რომლებშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მოლაპარაკებები სურს. ირანმა თავიდანვე ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ჩარჩოს განვიხილავთ. ჩვენთვის მოწოდებული მასალა გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი მოთხოვნები იყო“, - აღნიშნა ბაგაიმ.

პაკისტანმა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოტენციურ შუამავლად ითვლება, კვირას საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან ოთხმხრივი შეხვედრა გამართა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას აშშ-მა ირანს ცეცხლის შეწყვეტის 15-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა, რომელიც მოიცავდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა თეირანმა ეს გეგმა უარყო და ალტერნატივები შესთავაზა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი