ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს - თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!

თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად - ეს პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ დღეს „ოცნება“ ძალადობრივ და რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხს, რომელმაც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე ისაუბრა.

“აქ ინდულგენციებზე იყო საუბარი. თქვენ “ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა მარიამ ლაშხის მისამართით.

ლაშხმა მას პასუხად დაუბრუნა, რომ თუ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება სურდა, ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.

“გამიკვირდა კიდეც, რომ იმ ხალხის ინტერესი არ დაიცავით, რომელთაც, ალბათ, მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო! დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ საფრანგეთის კულტურის სახე, სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. აქ მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის - პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ისაა, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“, - მიმართა ლაშხმა ხვედელიანს.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს მოუსმინეს.

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული იყვნენ: - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი