ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო? - ვხედავთ „სალფეთქს“ როგორ ისვრის, ქუჩის დანაგვიანებისთვის კი 225-ე მუხლით არავის ასამართლებენ

მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო? - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს, რომ რევაზ კიკნაძის ქმედებამ ვინმეს რაიმე საფრთხე შეუქმნა. ამ კონტექსტში მან მოსამართლისგან ბრალდებულის გამართლება მოითხოვა.

„რევაზ კიკნაძის მიმართ ბრალი ვერცერთმა მტკიცებულებამ ვერ დაადასტურა. ვხედავთ, „სალფეთქს“ როგორ ისვრის, ქუჩის დანაგვიანებისთვის კი ადამიანებს 225-ე მუხლით არ ამტყუნებენ. მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი, ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო. მტკიცებულებაზე მიმითითონ, რომ რევაზ კიკნაძის ამ ქმედებამ ვინმეს რაიმე საფრთხე შეუქმნა. ვერცერთი დაზარალებული ვერ უთითებს, რომ დაზიანება იქ მიიღო, სადაც რევაზ კიკნაძე იმყოფებოდა“, - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს ამბობენ. ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ბრალდებულებიც.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი