თაზო დათუნაშვილი - სამარცხვინო კლოუნადაა ფასების კომისიად რომ ვიცნობთ, დახურონ და თქვან, რომ იყო იდიოტიზმი - გააუქმონ დროებით საწვავზე აქციზი და დაიწყონ დენის ტარიფის სუბსიდირება ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის

საწვავის და დენის ტარიფის ზრდა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სერვისზე, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ფასები კატასტროფულად გაიზრდება, - ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს დროებით აქციზი და დაიწყოს დენის ტარიფის სუბსიდირება.

„სამარცხვინო კლოუნადაა ფასების კომისიად რომ ვიცნობთ. კომისიის მუშაობის 3 თვის თავზე, საქართველოში აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე, ყველა სერვისზე ფასი გაიზარდა. ქვეყნის მახლობლად გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რეგიონში საწვავის ფასი არის გაზრდილი 90 თეთრით, რაც აბსოლუტურად ყველა პროდუქტს აძვირებს. ახლა ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი „ნიუსი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ პიარულად გადადო დენის ტარიფის ზრდა და ახლა საქართველოს ყველა მოქალაქეს დენის ტარიფიც გაეზარდა.

„საწვავის და დენის ტარიფის ზრდა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სერვისზე, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ფასები კატასტროფულად გაიზრდება. ამას ემატება რეგიონში გაურკვეველი ვითარება. როდის აღდგება ეს კომერციული ჯაჭვები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა პროდუქციით ამარაგებდა. ამ ვითარებაში კომისიაზე ყიყინის მაგივრად, რომელიც აბსოლუტურად აბსურდით, ბოროტებით არის დაკავებული და ბიზნესის „გატისკვით“ არის დაკავებული ვინმე წილოსანი, მამამისი რომ ჰყავს სისხლის სამართლის დამნაშავე, ამ კომისიის ყიყინს კი არ უნდა ვუსმენდეთ, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს. საწვავზე აქციზის გაუქმება არის ყველაზე სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ რაღაც ფორმით შეჩერდეს ფასის ზრდა. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო რომ არ გაღარიბდნენ 2026 წლის პირველ კვარტალში, ვიდრე ისინი 3 თვის წინ იყვნენ. ამიტომ, იმოქმედონ, დახურონ ეს კომისია. თქვან, რომ ეს იყო იდიოტიზმი და არაფერი გამოუვიდათ. გააუქმონ დროებით აქციზი და დაიწყონ დენის ტარიფის სუბსიდირება ამ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის. სხვანაირად, უბრალოდ, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგება საქართველოს ბევრ მოქალაქეს“,-განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელი აპრილიდან, თბილისსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი