მარიამ ლაშხი - ვხედავთ, როგორი მოწყვლადი არიან ახალგაზრდები - ვითომ ნეიტრალიტეტის საბაბით არც ეთიკურები არიან და არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ - ღირებულებითი გაკვეთილები მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ ფესვი და ყველა ნიავის დაბერვაზე ადვილად მოწყვლადი არ იყვნენ

ღირებულების გარეშე ვხედავთ, როგორი მოწყვლადი არიან ახალგაზრდები - ვითომ ნეიტრალიტეტის საბაბით არც ეთიკურები არიან და არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.

ლაშხმა დღეს განაცხადა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლება იდეოლოგიიზმისგან იყოს დაცლილი.

“დღეს რა ლიბერალური განათლებაც გვაქვს, იმას არ ვგულისხმობ. ლიბერალები - არისტოტელედან ჰუმბოლდტამდე ამბობდნენ, რომ ის კი არ უნდა ასწავლო, რა უნდა იფიქროს, არამედ უნდა ასწავლო ის, რომ იფიქროს და იცოდეს, რა საშუალებები არსებობს, მისცე განათლება, ინფორმაცია, ღირებულება. სხვა შემთხვევაში, ღირებულების გარეშე, ვხედავთ, როგორი მოწყვლადი არიან ახალგაზრდები - ვითომ ნეიტრალიტეტის საბაბით არც ეთიკურები არიან და არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ.

რეფორმის ნაწილში გვაქვს ზუსტი ხედვა - ზოგად განათლებაში ჩვენ ვაძლევთ ზოგად განათლებას, ვაძლევთ ღირებულებით განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ღირებულებითი გაკვეთილები რაც დაინერგა იმისთვის, რომ მათ გაუჩნდეთ ფესვი და ყველა ნიავის დაბერვაზე ადვილად მოწყვლადი არ იყვნენ. შემდეგ არის უმაღლესი განათლება, სადაც პროფესიული მიმართულებით უყალიბდება და თვითონ წყვეტს, რა იდეოლოგია ჩამოუყალიბდეს - ეძლევა კრიტიკული აზროვნების უნარები, რომ თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება და რეფორმა ამ კუთხით დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ლაშხის ამ განცხადებას სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიის ახალგაზრდობას სხვადასხვა გემოვნება აქვს, მაგრამ აკადემიის მესვეურებისთვის მნიშვნელოვანია, რომ “აკადემიიდან ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდეს“.

“რა თქმა უნდა, სხვადასხვა გემოვნებები აქვთ, მაგრამ აკადემიის მესვეურებისთვის და იქ მომუშავე ხალხისთვის მთავარია, რომ აკადემიიდან ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდეს და იყოს ადამიანი - ჰომო საპიენსი და არა ჰომო დეუსი“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს მოუსმინეს.

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული იყვნენ: - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი