ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ სტუბმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინელ კოლეგას ალექსანდრ სტუბს ესაუბრა.

„მე მას მივაწოდე ინფორმაცია ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში გამართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესახებ. უკვე არსებობს სტრატეგიული შეთანხმებები და ჩვენი წვლილი უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაში შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც ფინეთის ტერიტორიაზე მოხდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ ფინეთის ტერიტორიაზე მომხდარი დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი. ალექსი და მე სიტუაციას მსგავსად ვხედავთ. ერთმანეთს ყველა საჭირო ინფორმაციას ვუზიარებთ“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ გუშინ განაცხადა, რომ კვირას შუადღისას ფინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, რადგან უკრაინამ სამიზნეებს რუსეთის ლენინგრადის ოლქში შეუტია, რომელიც ფინეთს ესაზღვრება. ფინეთის საჰაერო ძალებმა მოგვიანებით დაადგინა, რომ ერთ-ერთი დრონი, რომელმაც ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, უკრაინული An-196 ტიპის დრონი იყო.

ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი სამშაბათს, 31 მარტს, რიგგარეშე სხდომას გამართავს, სადაც თავდაცვის მიმდინარე საკითხებს, მათ შორის დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინურ მხარეს ინციდენტისთვის ბოდიში მოუხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი