საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ელექტროენერგიის ტარიფი საზოგადოებისათვის შეღავათიანი ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესებია და ხშირ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ.
„ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისათვის და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია. საქართველოს ხელისუფლებას ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს ტარიფი საზოგადოებისათვის შეღავათიანი ყოფილიყო. ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში არა თუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ. თუმცა გავიგებთ კონკრეტულად ამ შეხვედრის შედეგებს და უფრო დეტალურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 1-ელი აპრილიდან, თბილისსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც.