არჩილ გორდულაძე „ოპოზიციური ალიანსის“ აშშ-ში ვიზიტზე - ეს პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი

მათ არავინ ეკითხება, არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას და არც სადმე გამგზავრებას. მთავარია ის, რაზე შეიძლება წავიდნენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები? - იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე, თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან “ოპოზიციური ალიანსის” აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი“.

“ძველი “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა პარტიაში იყო დაქსაქსული, ახლა გაერთიანებულია. მათი გაყრა და შეყრა არაერთხელ გვინახავს, რის უკანაც მხოლოდ მათი პატრონების გადაწყვეტილება დგას. მათ არავინ ეკითხება, არც რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას, არც ერთმანეთთან თანხმობას, არც ერთმანეთთან დაპირისპირებას და არც სადმე გამგზავრებაS. მთავარია ის, რაზე შეიძლება წავიდნენ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” გაერთიანებული პირები? - იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ, გააშავონ და როგორმე, თავიანთი წარმატების რაიმე შანსი მაინც გააჩინონ. ეს პარტიები თავიანთ მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი”, - განაცხადა გორდულაძემ.

არსებული ინფორმაციით, „ოპოზიციური ალიანსი“ ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადება. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შედგება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი