ნინო გულეიშვილი - ბუნებრივი გაზის და ზოგადად, ნებისმიერ გადასახადზე გავლენას ბევრი ფაქტობრივი გარემოება ახდენს - არის შემთხვევები, როცა ჩვენების აღება ხდება არა 30 დღეში, არამედ 40 დღეში

ბუნებრივი გაზის გადასახადზე და ზოგადად, ნებისმიერ გადასახადზე გავლენას ბევრი ფაქტობრივი გარემოება ახდენს - არის შემთხვევები, როდესაც ჩვენების აღება ხდება არა 30 დღეში, არამედ 40 დღეში, ესეც თავისთავად იმ კონკრეტულ თვეში, გადასახადის რაოდენობას ზრდის, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა შეიძლება იყოს მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ზამთარში ბუნებრივი აირის გადასახადის გაზრდის შესახებ.

ამასთან, როგორც გულეიშვილმა განმარტა, „თუ ცივი ზამთარი და საახალწლო პერიოდი ერთმანეთს დაემთხვა, გაზის გადასახადის ოდენობა იმატებს“.

„მარტო ჩვენს სამსახურში, დაახლოებით, 500-600 განცხადება შემოვიდა მთელი საქართველოს მასშტაბით. გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური იყო ჩვეულებრივად ადეკვატური. არ იყო მკვეთრი ზრდა, თუმცა მიუხედავად ყველა შემთხვევისა, თითოეული მომხმარებლის ქსელი, აღრიცხვის ხელსაწყო გადავამოწმეთ. კომპანიებთან გავაკეთეთ შესაბამისი შუამდგომლობები. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებელი დარწმუნდა, რომ ქსელი ფუნქციონირებდა ნორმალურად და იქ გადახარჯვას ადგილი არ ჰქონდა. თუმცა რეგიონში და თბილისშიც ჟონვის არც თუ ისე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. ის უკავშირდებოდა, როგორც თვითონ ქსელის დაზიანებას, ასევე ზოგ შემთხვევაში დაზიანებულ აღრიცხვის ხელსაწყოებს.

აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი განცხადებებისა და საჩივრების ნაწილი უკვე დაკორექტირებულია, ნაწილთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გვაქვს გამოთხოვილი კომპანიებთან. შემოსული განცხადებები შემდგომ გვიჩვენებს, რა ეტაპზე შევალთ დავაში.

საერთოდ, ბუნებრივი გაზის გადასახადზე და ნებისმიერ გადასახადზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტობრივი გარემოება. პირველი, რაც მაშინ გაჟღერდა ის იყო, რომ „ხომ არ გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფი“, რაზეც ჩვენ განმარტება გავაკეთეთ. თუ სამომხმარებლო ტარიფი არ არის გაზრდილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ისმება კითხვა, მაშინ რატომ მოდის გაზრდილი გადასახადი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ იმ შემთხვევებთან არ გვაქვს საუბარი, როდესაც კომპანიამ არასწორად აიღო ჩვენება ან არის შემთხვევები, როდესაც ჩვენების აღება არ ხდება 30 დღეში, არამედ 40 დღეში, ესეც თავისთავად იმ კონკრეტულ თვეში გადასახადის რაოდენობას ზრდის. ასევე, უნდა ვაღიაროთ ფაქტობრივი გარემოება, ზამთარი. თუ ცივი ზამთარი და საახალწლო პერიოდი ერთმანეთს დაემთხვა, გადასახადის ოდენობა იმატებს“, - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი