დონალდ ტრამპი - აშშ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში - თუ შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, გავანადგურებთ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილებსა და ხარგის კუნძულს

ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში, ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასრულების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს, თუმცა, თუ შეთანხმებას მალე არ მიაღწევენ და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილებს და ხარგის კუნძულს გაანადგურებს.

„დიდი პროგრესია, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ „ყოფნას“ ირანში მათი ყველა ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და ხარგის კუნძულის (და შესაძლოა ყველა გამტკნარების ქარხნისაც!) აფეთქებითა და სრულად განადგურებით - ობიექტების, რომლებსაც განზრახ აქამდე არ შევხებივართ.

ეს იქნება შურისძიება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და სხვათათვის, რომლებიც ირანმა დახოცა ძველი რეჟიმის 47-წლიანი ტერორის მმართველობის დროს”, - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი