ნიკა ჩერქეზიშვილი - მე-4 დღეა, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სკოლის დანგრეული შენობის წინ - ვითარება მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას

ნაძალადევის რაიონში, მე-4 დღეა, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სკოლის დანგრეული შენობის წინ - პროტესტის პარალელურად, მოსწავლეები აღარ დადიან არც მიმკედლებელ სკოლაში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უკვე არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერქეზიშვილის განცხადებითვე, „არსებული ვითარება დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს“.

„მე-4 დღეა, უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის საპროტესტო აქცია სკოლის დანგრეული შენობის წინ, ნაძალადევის რაიონში.

ეს არის სკოლა, სადაც უკვე 4 წელია შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეებს უწევთ საკუთარი უბნიდან კილომეტრებით დაშორებულ მიმკედლებელ სკოლაში სიარული. ისინი წლების განმავლობაში, სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ძირითადად მეორე ცვლაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს განათლების ხარისხს. გარდა ამისა, ბავშვები კარგავენ ძვირფას დროს, რომელიც მათი განვითარებისათვის უნდა გამოიყენებოდეს, ვერ ახერხებენ სპორტულ აქტივობებსა და სხვადასხვა წრეში მონაწილეობას.

ბოლო 4 დღის განმავლობაში, პროტესტის პარალელურად, მოსწავლეები აღარ დადიან არც მიმკედლებელ სკოლაში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უკვე არსებულ კრიტიკულ მდგომარეობა. დაუშვებელია, რომ ბავშვები სისტემატურად აცდენდნენ სასწავლო პროცესს.

არსებული ვითარება მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას. აუცილებელია, რომ განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების პასუხისმგებელი პირები ადგილზე მივიდნენ, უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე და გასცენ მკაფიო, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული პასუხები მშობლებს, რომლებმაც უკვე დაკარგეს ნდობა მრავალჯერ გაცემული და შეუსრულებელი დაპირებების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ამ 4 დღის განმავლობაში ადგილზე არცერთი ოფიციალური პირი არ გამოჩენილა. გაიმართა მხოლოდ ერთი შეხვედრა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში, რაც აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის მინისტრებს ან მათ მოადგილეებს მივიდნენ ადგილზე, უშუალოდ შეხვდნენ პროტესტის მონაწილეებს, დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია და უზრუნველყონ პრობლემის სწრაფი და რეალური გადაწყვეტა. აუცილებელია, რომ მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუბრუნდნენ სრულფასოვან სასწავლო გარემოს.

ამ ბავშვებმა უკვე დაკარგეს 4 წელი. ყოველი დამატებით დაკარგული დღე კიდევ უფრო აზიანებს მათ განათლებასა და მომავალს.

პროტესტის მონაწილეებს აქვთ ერთი, მკაფიო მოთხოვნა: დროულად დაიწყოს და დასრულდეს მე-14 საჯარო სკოლის მშენებლობა.

მათ სჭირდებათ არა მორიგი დაპირებები, არამედ კონკრეტული ვადები, სტრუქტურირებული გეგმა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - რომ სკოლის მშენებლობა დაიწყება და დასრულდება მაქსიმალურად მოკლე დროში“,- წერს ჩერქეზიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი