გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 31 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში, დიდგორში, თელოვანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, გრიგოლაანთკარი, ჩუგუნიაანი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.