ადვოკატთა ასოციაციამ იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩაატარა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩაატარა. ინიციატივის ფარგლებში, ასოციაციის წევრი ადვოკატები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორამციით, ფორუმმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცა, მთელი დღის განმავლობაში, ერთ სივრცეში მიეღოთ სამართლებრივი დახმარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა.

პრო ბონო პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 100-მდე ადვოკატმა კონსულტაციები გასცა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, შრომის, საოჯახო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე, ასევე, უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, ხელშეკრულებებთან და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

„პროექტი ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელდა და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადვოკატთა პროფესიის სოციალური როლის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში კიდევ ორი ფორუმი ჩატარდება, მათ შორის, ერთი აჭარის რეგიონში.

ფორუმი Expertise France-სთან თანამშრომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი