სერბეთმა რუსეთიდან გაზის იმპორტის კიდევ სამი თვის ვადით გახანგრძლივება უზრუნველყო , - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, გლობალური მოვლენები და გაზის იმპორტის საკითხები განიხილეს.
„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ გაზის კონტრაქტის კიდევ სამთვიანი გახანგრძლივება ძალიან ხელსაყრელი პირობებით მივიღეთ“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე მიმდინარე ფასის და მოცულობის პირობები შენარჩუნდება.
„ჩვენ ვიხდით 320-დან 330 დოლარამდე (1000 კუბურ მეტრზე). გახანგრძლივება, იმავე პირობებით იქნება და დღეში 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს და თუ მეტი გაზი იქნება საჭირო, ეს ამგვარი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩმა გასულ თვეში განაცხადა, რომ სერბეთს რუსეთიდან ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია სურს და მიზნად ისახავს თავისი საჭიროებების დაახლოებით 20%-ის დაკმაყოფილებას ევროკავშირის კომუნალური გაზის შესყიდვის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც სერბეთი გასულ წელს შეუერთდა. თუმცა, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა ბოლო კვირების განმავლობაში ევროპას ძალიან მცირე თავისუფალი სიმძლავრე დაუტოვა.
20 მარტს, სერბეთმა ადგილობრივი ბაზრის დასასტაბილურებლად და ომის შედეგების კომპენსაციის მიზნით, ნედლ ნავთობზე აქციზის გადასახადები შეამცირა.