მარკო რუბიო - ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს

ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Good Morning America-ს ეთერში გააკეთა.

ასევე, მარკო რუბიომ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აშშ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში“.

„ამ ადამიანების ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ეს მათ პრობლემებს შეუქმნით ირანის შიგნით არსებულ სხვა ჯგუფებთან. თუ ახლა ირანის ხელისუფლების სათავეში ის ადამიანები არიან, რომელთაც მომავლის უფრო გონივრული ხედვა აქვთ, მაშინ ეს ჩვენთვის, მათთვის და მთელი მსოფლიოსთვის კარგი ამბავი იქნება, მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ირანში არიან „ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ“.

„საბოლოო ჯამში, უნდა ვნახოთ, ეს ადამიანები იქნებიან თუ არა ისინი, რომელთაც ძალაუფლება ექნებათ. ნათელია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ისე გვესაუბრებიან, როგორც ამას ირანში ძალაუფლებაში მყოფი პირები წარსულში არ აკეთებდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი