„იუვენტუსის აკადემია წალენჯიხას“ ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელების მშობლებთან შეხვედრა გამართა.
აკადემიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყება და აკადემიის განვითარების სამომავლო გეგმები იყო.
„ამ ეტაპზე ჩვენს აკადემიაში 111 ნიჭიერი ფეხბურთელი ირიცხება (8-დან 15 წლამდე), რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. გვეამაყება, რომ ჩვენი აკადემია აერთიანებს ბავშვებს წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - 5 ფეხბურთელს აფხაზეთიდან.
ჩვენი მიზანია, თითოეულ მათგანს მივცეთ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და განვითარების თანაბარი შანსი. მადლობას ვუხდით მშობლებს ნდობისთვის, ხოლო ფეხბურთელებს ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სეზონს!“, - აცხადებენ „იუვენტუსის აკადემიაში“.