საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებას.

„მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთათვის სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა და პრაქტიკულ აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია კონსტიტუციური წარდგინების მნიშვნელობაზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: CIU-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია; სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე; ემერიტუსი პროფესორი, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე და პროფესორი ბექა ქანთარია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი