თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.
თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისკენ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან შესული რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო-მ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა.