მიხეილ სარჯველაძე - მედიკამენტებზე შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს, ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება

ფაქტია, რომ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ვრცელდება რეფერენტული პოლიტიკა, უზრუნველყოფილია სამართლიანი ფასები. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვხვდება არასწორი საფასო პოლიტიკის შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არსებობს რეფერენტული ფასების გაფართოების საჭიროება.

„როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ რეჟიმში მედიკამენტების მიმოქცევაზე, სამწუხაროდ, შესაძლოა გარკვეულ არასწორ საფასო პოლიტიკას ვადევნებდეთ თვალს. ამას სჭირდება სამართლიანი რეგულირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებოდეთ ოპტიმალურ, სამართლიან ფასად და მეორე მხრივ, ბიზნესისთვისაც იყოს შესაძლებელი მოგების მიღება.

თუმცა, აქ პრობლემების ჩამონათვალი არ მთავრდება. სამწუხაროდ, კვლავ გვხვდება კომერციული გავლენით მედიკამენტების დეფიციტის შექმნის ფაქტები. ამ კუთხით აქტიური რეგულირება დაგვჭირდება და აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, რათა არსებობდეს მკაფიო ვალდებულება - პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა და ამავდროულად, შენარჩუნდეს სამართლიანი ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის რეგულირება სამართლიანია, რადგან ის პაციენტებს იცავს გაზრდილი, ჭარბი ფასებისგან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ვფიქრობ, მის საპირისპიროდ რაიმე წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტი ობიექტურად არ მოიპოვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი