ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი, რომლის მძღოლი პოლიციელი ქალი იყო, ტრაილერს შეეჯახა - შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
კერძოდ, ადგილობრივების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.