ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა, - განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„დღეს კარაკასში აშშ-ის საელჩოში მუშაობას ოფიციალურად ვაგრძელებთ, რაც ვენესუელაში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ ეტაპს ნიშნავს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „კარაკასში აშშ-ის საელჩოს მუშაობის განახლება, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის სამფაზიანი გეგმის შესრულების მნიშვნელოვანი ეტაპია“.
„ეს გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ პირდაპირ ვიმუშაოთ ვენესუელის დროებით მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ცნობისთვის, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კარაკასში აშშ-ის საელჩომ მუშაობა 2019 წლის მარტში შეაჩერა.