მზად ვართ, ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების დირექტორებმა შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გამართეს.
„ჩვენ ვაღიარებთ კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედების მნიშვნელობას უარყოფითი ზეგავლენის შემსუბუქებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკები ირანში მიმდინარე ომის ფონზე ენერგორესურსების ფასების ინფლაციაზე გავლენას „ყურადღებით აკვირდებიან“.