უკრაინამ და ბულგარეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ბულგარეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი გიუროვმა.

„მთავარი პუნქტი ბულგარეთის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა, რაც დღეს განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა სახის შეიარაღებისა და დრონების ერთობლივი წარმოების საკითხი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ცნობით, შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში დარჩება.

ასევე, გიუროვმა ზელენსკისთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ ბულგარეთი შეუერთდა ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი