ადვოკატები - გასაჯაროებული ე.წ. მტკიცებულებები ვერცერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს - კომიკურია ისიც, რომ პროკურატურის ექსპერტიზის დასკვნითვე კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია

ალეკო ელისაშვილის დამნაშავედ წარმოჩენის უსუსური და აბსურდული მცდელობა, - ასე აფასებენ ადვოკატები - არჩილ ჩოფიკაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალს „ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე“.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, კადრები, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს.

„სუს-ი ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან.

თანაც მაშინდელი ხანძარი, რომლის გამოძიებაც ერთი წლის განმავლობაში ნივთის დაზიანების მუხლით მიდიოდა, ერთი წლის თავზე ტერორიზმად იქცა და მის უკანაც პოლიტიკოსის კვალი დაადგინეს.

პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები, (კადრები) ვერცერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ამ ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს. კომიკურია ისიც, რომ თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითვე (26.02.2026) აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

სინამდვილეში ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, რომლის მიზანიცაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი სისხლის სამართლის დამნაშავედ წარმოჩენა.

ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის მიზანი, ამასთანავე არის მისი, როგორც პოლიტიკოსის განეიტრალება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფის შურისძიება და რუსული განაჩენის დე ფაქტო აღსრულება.

მიმდინარე საქმეში არ არსებობს რეალური დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობას, შესაბამისად ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.

კომიკურია ისიც, რომ მთავარი მტკიცებულება პარასკევს ციხეში ჩატარებული ოდოროლოგიური (სუნის) ექსპერტიზაა, რომელიც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ტარდება ძაღლის მეშვეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში ერთი წლის წინ აღებულ სუნის ნიმუშზე იმუშავა და არ არსებობს მისი ზუსტი მეცნიერული მეთოდოლოგია და დასაბუთება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი