დუბაიში საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია და ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ალ-ბადაში მიტოვებულ სახლში გაჩნდა და სახლთან ახლოს მყოფმა ოთხმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ამასთან, ქუვეითის ნავთობკომპანიამ განაცხადა, რომ ირანმა გიგანტურ ქუვეითურ ნავთობტანკერზე, „ალ-სალმიზე“, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის პორტში იდგა, თავდასხმა განახორციელა, რამაც მისი დაზიანება და ხანძარი გამოიწვია.
კორპორაციამ აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს ტანკერი სრულად დატვირთული იყო და გაავრცელა გაფრთხილება მიმდებარე წყლებში ნავთობის შესაძლო დაღვრის შესახებ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ზარალის შეფასება მიმდინარეობს.