აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა ირანის ქალაქ ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავის თავზე ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები ჩამოაგდო.
აშშ-ის დარტყმის შედეგად ისპაჰანში ძლიერი აფეთქება მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარტყმის შემდგომი აფეთქების ვიდეოკადრები Truth Social-ზე გააზიარა.