თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან.

პროცესი სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ქეთი სინიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარის მიერ არიან გამოძახებული. შესაბამისად, პროკურატურას მოლოდინი არ აქვს, რომ ისინი სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან, ვინაიდან სონიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის სხვა მტკიცებულებებთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის.

პროკურორის თქმით, მოწმემ უნდა ისაუბროს, გიგა ავალიანი იჩენდა თუ არა, მოსწავლე ნია იმნაძის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას", რაც სცილდებოდა პედაგოგიური ეთიკის ნორმებს.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი