კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კერხერს“ კანონდარღვევა დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კერხერის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქმის გარემოებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს არ აწვდიდა სრულყოფილ ინფორმაციას შეძენილი პროდუქციის შესახებ, რაც სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.

„ამასთან, GCCA-ის დასკვნით, მომხმარებლებს არათუ სრულყოფილი, არამედ მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაში ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაცია მიეწოდებოდათ, მაგალითად, თითქოს, გარკვეულ აქსესუარებზე გარანტია არ ვრცელდებოდა.

კანონმდებლობის თანახმად, საქონლის/მომსახურების შეძენამდე, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მიერ ჩამოყალიბებული სავაჭრო პოლიტიკა რიგ შემთხვევებში ატარებდა ე.წ. „ილუზორულ“ ხასიათს, რაც ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპებს და არსებითად აზიანებდა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესებს.

საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი