თინა ბოკუჩავა - ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე და ახლაც, ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად - აუცილებელია ეროვნული მობილიზაცია და მნიშვნელოვანია პროტესტის გაფართოება

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანონსი მომხდარიყო სწორედ 31 მარტს, რომელიც არის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე - მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა შეკითხვას დაანონსებულ „ეროვნულ მობილიზაციასთან“ დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი არის ძალიან აქტიური და ძლიერი, მნიშვნელოვანია მისი გაფართოება, არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითოეულ რეგიონში“.

„დღეს „ოპოზიციის ალიანსმა“ დააანონსა ეროვნული მობილიზაციის კამპანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანონსი მომხდარიყო სწორედ 31 მარტს, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული და სიმბოლური დღეა. მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას სწორედ საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, არ დავკარგოთ მრავალი თაობის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება და ის გადავცეთ შემდგომ თაობებს წარმატებით. ამისთვის აუცილებელია ეროვნული მობილიზაცია, საქართველოს თითოეული მოქალაქის გააქტიურება, მათთან მისვლა, ჩართვა საპროტესტო მოძრაობაში. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი არის ძალიან აქტიური და ძლიერი, მნიშვნელოვანია მისი გაფართოება, არამხოლოდ თბილისში, არამედ ასევე საქართველოს თითოეულ რეგიონში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი