სპარსეთის ყურის ქვეყნებზე საჰაერო თავდასხმები გრძელდება, ირანი ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რაკეტებითა და დრონებით ურტყამს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აფეთქებების ხმები ისმის, რომელიც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების მოგერიებით გამოწვეული ხმებია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში, დღეს დილით ჭურვის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად, რომელიც ალ-ბადიას რაიონში მიტოვებულ სახლთან ახლოს მოხდა, ოთხი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, დუბაიში ორი მილიონი ბარელი ნავთობით დატვირთული ტანკერი ირანული დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
საუდის არაბეთში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა ექვსი სახლი დააზიანა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
ქუვეითის არმიამ დღეს დილით განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების მოგერიებას ახორციელებს.