თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი - ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში

აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში -ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ „ოპოზიციის ალიანსი" აშშ-ში ვიზიტს გეგმავს.

„იგეგმება ვიზიტი, მანამდე ვიზიტი გვექნება ევროპაში ალიანსის წევრებს, ალიანსის სახელით. აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში",-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გარდა ამისა, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის გამართული სატელეფონო საუბარიც შეაფასა.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეს სატელეფონო ზარი ადასტურებს, რომ აშშ-ის საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს.

„საქართველოსა და ირანს შორის უმოკლესი მანძილი არის 160 კმ. სახმელეთო ოპერაციას ამზადებს აშშ, თბილისიდან 1000 კილომეტრშია თეირანი. ეს ზარი არის კარგი. ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ინტერესები საქართველოს მიმართ არსებობს, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს შევარდნაძის დროს როგორ დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და ამას ძალიან მალე მოჰყვა ცვლილება, იგივე მოხდება აქაც. საქართველოში რუსული რეჟიმის მარცხი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება და ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად ვიზეიმებთ",-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, მან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ ახალი ბრალის წარდგენაც შეაფასა.

ალეკო ელისაშვილი არაადეკვატურად მოიქცა. მე ის ნამდვილად მებრალება იმისთვის, რასაც "ქართული ოცნების" რეჟიმი გამოატარებს, მაგრამ საერთოდ ჩვენთან, ამ კამპანიასთან კავშირში არ არის",-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი