საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, კერძო სექტორის განწყობები და მოლოდინები, რის ფონზეც განსაკუთრებული აქცენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე გაკეთდა.

„დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საწვავისა და სასუქების ფასების ცვალებადობის ანალიზს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორზე, ისე მთლიანად კერძო სექტორის საოპერაციო ხარჯებზე. შეხვედრაზე, საუბარი ასევე შეეხო, მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლის პირველადი შედეგები გააცნო, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს ყოველთვის გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკის პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი