ირაკლი ქადაგიშვილი - 26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ - იქნებ ესკალაციის, პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან თქვან, თითქოს საქართველოში დემოკრატია ირღვევა

26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ - იქნებ, გარკვეული დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან თქვან, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა საქართველოს დაზიანებაზეა აგებული და მათი ყველა ქმედება გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ.

„ყოველ კვარტალურად ხდება ხოლმე გარკვეული ახალი პლატფორმის, სამოქმედო გეგმის, ერთობის, მოსახლეობაში გასვლის დაანონსება, მაგრამ როგორც ვუყურებთ, ეს ყველაფერი არის ფუჭი, რადგან ამ სიტყვების უკან არის სიცარიელე. ეს სიცარიელე გამოიხატება იმაში, რომ მათი პოლიტიკა არ არის პოზიტივზე აგებული საქართველოსთან მიმართებაში. მათი პოლიტიკა არის აგებული საქართველოს დაზიანებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო თუ არ დაზიანდა, სხვანაირად თავიანთი ავადმყოფური მიზნის მიღწევის საშუალება არ გააჩნიათ. 26 მაისი არის სახელმწიფო დღესასწაული, საზოგადოება ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და უნდათ, რომ შექმნან დაძაბულობის ალტერნატივა. როცა ასეთი მიზნები გაქვს, რა თქმა უნდა, პარტიული აქტივის იქით ვერ გადიხარ და მოსახლეობისგან არ გაქვს მხარდაჭერა. 26 მაისი იმიტომაა არჩეული, რომ ეს არის სახელმწიფო დღესასწაული და საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანას ფიქრობენ. ეს მიზანი აქვთ. მათი ყველა ქმედება გათვლილია იმაზე, რომ რამენაირად, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. იქნებ, გარკვეული დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან, მარტა კოსი იქნება თუ რასა იუკნევიჩიენე, თქვან, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი