სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობა ყოველ თავის არჩევანს ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებს.
„საერთო თანხმობის დღე, 31 მარტი - თარიღი, როდესაც სრულიად საქართველომ თავისუფლება აირჩია. 35 წლის წინ ჩატარებულმა საყოველთაო რეფერენდუმმა ცხადყო ქართველი ხალხის მკაფიო სწრაფვა თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ. მრავალწლიანი საბჭოთა რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უმეტესობამ ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ მომავალს მისცა ხმა.
რეფერენდუმის თარიღს ემთხვევა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც, რომელიც სათავეში ედგა ამ ისტორიული აქტის დაკანონებას - რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. მას მერე ვიბრძვით ამ მონაპოვრის შესანარჩუნებლად.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოსახლეობა ყოველ თავის არჩევანს ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.