მედია - რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და ბანკების ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების მიზნით, უნგრეთი კრემლთან ფარულად თანამშრომლობდა

რუსი ოლიგარქების, კომპანიებისა და ბანკების ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების მიზნით, უნგრეთი კრემლთან ფარულად თანამშრომლობდა, - ინფორმაციას VSquare-ი ავრცელებს.

გამოცემა საგამოძიებო სტატიას უნგრეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პიტერ სიიარტოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრების, ასევე სიიარტოსა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების საუბრების სტენოგრამაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 30 აგვისტოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნების შემდეგ რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა დაურეკა.

გამოცემის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში, ლავროვმა სიიარტოს შეახსენა, რომ რუსმა ოლიგარქმა ალიშერ უსმანოვმა მისი დის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება სთხოვა, ხოლო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას დახმარებას დაჰპირდა.

„ალიშერის თხოვნით გირეკავთ. მან მთხოვა, შეგახსენოთ, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებთ“, - განაცხადა ლავროვმა, რასაც სიიარტომ უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა“.

„საქმე იმაშია, რომ სლოვაკებთან ერთად ევროკავშირს წინადადებას წარვუდგენთ, რათა ის სიიდან ამოვიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის სიიდან ამოვიღოთ“, - გამოცემის ინფორმაციით, უპასუხა სიიარტომ.

ასევე, სატელეფონო საუბარში ლავროვი და სიიარტო ევროკავშირის მაშინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსაც აკრიტიკებენ. ლავროვი ბორელს „დიდ იმედგაცრუებას“, ხოლო სიიარტო „ევროპელ ბაიდენს“ უწოდებს.

გამოცემის თანახმად, სატელეფონო საუბრის ბოლოს სიიარტო აცხადებს, რომ რუსეთში „გაზპრომის“ ახალ შტაბ-ბინაში იმყოფებოდა, რომლითაც აღფრთოვანებულია და ლავროვს ეუბნება: „ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ“.

როგორც VSquare წერს, ლავროვისა და სიიარტოს საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ, ევროკავშირმა რუსი ოლიგარქის და სანქციების სიიდან ამოიღო.

ცნობისთვის, გასულ კვირას გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების დროს შესვენებებს რუსი კოლეგის ინფორმირებისთვის იყენებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი