საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თემაზე – „მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ღია დიალოგის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა თემაზე – „მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები“.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა კერძო სექტორსა და საჯარო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის.

„შეხვედრის ფარგლებში ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ბოლოთაშვილმა, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები და პრაქტიკაში არსებული ძირითადი გამოწვევები. მისივე განმარტებით - “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეალურ ქეისებსა და პროცედურულ დეტალებს, რაც ბიზნესისთვის პრაქტიკულ მნიშვნელობას წარმოადგენს“.

ღონისძიებას 70-ზე მეტი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. დისკუსიის ფორმატში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ, დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები უწყების წარმომადგენლისგან.

სავაჭრო პალატა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და კერძო სექტორის ინფორმირებულობის ზრდას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი