პიტერ სიიარტო - „დაზვერვის აგენტებმა“ კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი აღმოჩენა“ გააკეთეს: დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იგივეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი საუბრების გაჟონილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

სიიარტოს მტკიცებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცოდა, რომ უნგრელი ჟურნალისტების აქტიური დახმარებით უცხოური დაზვერვის სამსახურები მის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ.

„დღეს „დაზვერვის აგენტებმა“ კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი აღმოჩენა“ გააკეთეს: მათ დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იგივეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე. შესანიშნავი სამუშაოა!“ - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, „სანქციების პოლიტიკა წარუმატებელია; ის უფრო მეტ ზიანს აყენებს ევროკავშირს, ვიდრე რუსეთს“.

„ჩვენ ასევე უამრავჯერ ნათლად განვაცხადეთ, რომ არასდროს დავუშვებთ სანქციების დაწესებას იმ პირების ან კომპანიების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებისთვის ან მშვიდობის მისაღწევად, ან იმ პირების მიმართ, ვისთვისაც უბრალოდ არ არსებობს საფუძველი ან გამართლება სანქციების სიაში შეტანისთვის“, - აღნიშნა სიიარტომ.

მისი თქმით, სანქციების საკითხთან დაკავშირებით რეგულარულად მართავს კონსულტაციებს ევროკავშირის ბევრი არაწევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში ლავროვსა და სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი