იტალიამ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებისთვის სიცილიაზე მდებარე ავიაბაზის გამოყენების უფლება არ მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იტალიამ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში სიცილიაზე მდებარე სიგონელას ავიაბაზის გამოყენებისთვის ნებართვა არ მისცა.
გაზეთ Corriere della Sera-ს ინფორმაციით, აშშ-ს ავიაბაზის გამოყენების შესახებ ნებართვა არ უთხოვია და ასევე, იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები არ გაუვლია.
უცნობია, თუ რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავის დაშვებაზე განაცხადა უარი იტალიის მთავრობამ.