გიორგი სიორიძე - სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ცდილობენ, გასულ წელს მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ - ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში

სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, რომ გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი მას დააბრალონ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მიმართ წაყენებული ახალი ბრალი „ტერორისტული აქტის ჩადენის“ მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით.

მისივე მოსაზრებით, ეს არის „ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“.

„სუს-ი და პროკურატურა კვლავ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ალეკო ელისაშვილთან მიმართებით ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და ახლა ცდილობენ, რომ გასულ წელს სასამართლო შენობაში მომხდარი ხანძარი ალეკო ელისაშვილს დააბრალონ. ეს სამართალი არანაირად არ არის, რადგან მათივე ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული კადრები და წინა კადრებიც, არ არის ადამიანის იდენტიფიკაციისთვის საკმარისი. საქმე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობა“ და ამაზე ალეკო ელისაშვილი ღიად საუბრობდა, ახლა თურმე, ტერორიზმი ყოფილა. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის იერიში, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს. თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი