სახალხო დამცველი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ფლორენს ბაუერსა და რეგიონულ წარმომადგენელს მარიამ ა ხანს შეხვდნენ. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის კუთხით გამოკვეთილ გამოწვევებზე, მათ შორის, ფემიციდზე, ბავშვთა ქორწინებაზე, პატიმარ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე, ციფრული ძალადობის საკითხებზე, გენდერული კვოტების გაუქმების შესაძლო შედეგებზე.

„სახალხო დამცველმა ზოგადად მიმოიხილა აპარატის საქმიანობა ქალთა უფლებების მიმართულებით და სტუმარს ბოლო დროს შემუშავებული რეკომენდაციები და სპეციალურ ანგარიშებში ასახული მიგნებები გააცნო.

ფლორენს ბაუერმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გაწეული მუშაობისა და იმ მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობისათვის, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ეწევიან. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი