აშშ-სა და ისრაელს ირანსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ სურთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რასაც ახლა ამ რეგიონთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ აშშ და ისრაელი ცდილობენ ირანსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუშალონ. ისინი ცდილობენ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრები ირანის წინააღმდეგ წააქეზონ“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, „რუსეთი მხარს უჭერს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“.
მიუღებლად მიგვაჩნია სამხედრო ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, იქნება ეს ირანში თუ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.