ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ახალი ზონის შექმნას გეგმავს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, საზღვრის მახლობლად ლიბანის სოფლებში ყველა სახლი განადგურდება ღაზაში რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მოდელის შესაბამისად, რათა „საზღვართან არსებული საფრთხეები ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას“.
„ოპერაციის დასრულების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონას შექმნის და მთელ ტერიტორიაზე ლიტანის მდინარემდე უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელი ლიტანის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე სამხრეთ ლიბანის 600 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნებას აკრძალავს, სანამ ჩრდილოეთ ისრაელის მაცხოვრებლების უსაფრთხოება და დაცულობა უზრუნველყოფილი არ იქნება.