აშშ-ში ისრაელის ელჩი - ისრაელი ირანში თავის ომის მიზნებს რეჟიმის ცვლილების გარეშე ალბათ ვერ მიაღწევს

ისრაელი ირანში თავის ომის მიზნებს რეჟიმის ცვლილების გარეშე ალბათ ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა განაცხადა.

„მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ თეირანში ისეთი ძალა არ იყოს, რომელიც ბირთვულ იარაღს ქმნის ან მასობრივი განადგურების იარაღს ავითარებს. ახლა ყურადღებას სწორედ ამას ვუთმობთ. თუ ეს რეჟიმის ცვლილების გარეშე მოხდება, კარგი იქნება, მაგრამ ალბათ ეს არ გამოვა. ამიტომ, სულ მცირე, ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა გვსურს“, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის ელჩმა.

მისი თქმით, ირანში ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა ისრაელს „დახმარებისთვის მიმართეს“.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უფრო დავუახლოვდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ომანს, ბაჰრეინსა და ქუვეითს“, - აღნიშნა ელჩმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი