დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი - მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეთ ქვეყნებს, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სთავაზობს, მოიკრიბონ გამბედაობა, რათა გავიდნენ ჰორმუზის სრუტეში და „უბრალოდ აიღონ“ საწვავი.

„მივმართავ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ჰორმუზის სრუტის გამო რეაქტიული საწვავის მიღება არ შეუძლია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც უარი თქვა ირანის თავის მოკვეთაში მონაწილეობაზე, თქვენთვის რჩევა მაქვს: პირველი, იყიდეთ აშშ-სგან, ჩვენ ბევრი გვაქვს და მეორე, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ ის“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ ქვეყნებს საკუთარი თავისთვის ბრძოლის სწავლა მოუწევთ.

„მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის, აშშ აღარ იქნება იქ, რომ დაგეხმაროთ, ისევე როგორც თქვენ არ იყავით იქ ჩვენთვის. ირანი, ფაქტობრივად, განადგურებულია. რთული ნაწილი დასრულებულია. წადით და წამოიღეთ თქვენი ნავთობი!“, - წერს ტრამპი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი